დაკარგული მოზარდის სამძებრო სამუშაოები მესტიაში

მესტიის მუნიციპალიტეტიდან დაკარგული მოზარდის სამძებრო სამუშაოები კვლავ ინტენსიურად გრძელდება. მაშველებს ადგილობრივებიც ეხმარებიან. ტერიტორიის მონიტორინგი დრონებით მიმდინარეობს. 13 წლის ბიჭს ეძებენ სვანეთში, ასევე ანაკლია-განმუხურში, ურეკსა და ქობულეთში. ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. არასრულწლოვნის ძებნა უკვე მეექვსე დღეა, უშედეგოდ მიმდინარეობს.