საქართველო ბრიუსელიდან ახალი რეკომენდაციების მოლოდინში.
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შეხვედრა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივაზე ესაუბრა. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს 12 რეკომენდაციის შესასრულებლად ივნისის შემდეგ ჩატარებული სამუშაოები და ის კანონპროექტები გააცნეს, რომელთა საფუძველზე ევროკომისიამ წლის ბოლოს საქართველოს კანდიდატობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. თუ ევროკომისიაში ქვეყნის პირველი დიპლომატის სხვა შეხვედრებს გავითვალისწინებთ, ბრიუსელიდან ერთ-ერთი მთავარი გზავნილია, რომ პოლიტიკოსებმა 12 პუნქტის გარშემო ერთად იმუშაონ.