იკითხე მატარებელში – საქართველოს რკინიგზის საჩუქარი მგზავრებს. თბილისი-ბათუმის დღევანდელ რეისზე, მატარებელში ყველა მგზავრს სკამზე სხვადასხვა წიგნი დახვდა.
აქციის ფარგლებში, მრავალფეროვანი ლიტერატურა გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოყო.
400 მგზავრისთვის გზად საკითხავი წიგნები სპეციალურად შეირჩა ქართული და უცხოური ლიტერატურიდან. მიზანი, საზოგადოებაში კითხვის პოპულარიზაციაა.