87 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ტელევიზიის პირველი თაობის ღვაწლმოსილი ოპერატორი იგორ ნაგორნი, რომელიც 1958 წლიდან მუშაობდა ტელევიზიაში და ათწლეულების განმავლობაში საქართველოს პირველი არხის მთავარი კინოოპერატორი იყო. ცნობილი ხელოვანის სახელს უკავშირდება საქართველოს ტელევიზიის მიერ გადაღებული არაერთი ფილმი, ტელევიზიის თეატრალურ გადაცემათა რედაქციის პროგრამები და ცნობილი ქართული სპექტაკლების ჩანაწერები.
საქართველოს პირველი არხი მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი ოპერატორის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
იგორ ნაგორნის ხვალ საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე, წმინდა მიხეილის სახელობის ტაძრიდან გამოასვენებენ.