თვითნებური გადაწყვეტილება თუ კომუნიკაციის პრობლემა, – რას ჰყვება ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი იღუმენი ეფრემი იმ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რამაც კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს აღშფოთება გამოიწვია.
დღეს იღუმენ ეფრემს „მოამბის“ ჟურნალისტი ესაუბრა, რომელიც ყინწვისის ეკლესიაში იმყოფებოდა. იღუმენი ამბობს, რომ ტაძრის იატაკი კულტურულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენდა და მისი შეცვლის გადაწყვეტილება ამიტომ მიიღო. იღუმენი ეფრემი იმასაც განმარტავს, რომ სააგენტოსთან ურთიერთობა ძალიან რთულია და დახმარების მიღება სააგენტოსგან დროში საკმაოდ გახანგრძლივებულია.
შეიცვლება თუ არა ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში ახლად დაგებული იატაკი, რას გეგმავს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო და რა პოზიციას დაიკავებს საპატრიარქო, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმირებული არ იყო.
ჩვენი რეპორტაჟი ნახეთ დღეს საღამოს „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში.