იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი, თეოფილე მესამე ბეთლემში ჩავიდა. დღეს ის მაცხოვრის შობის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვას აღავლენს. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, წელს ბეთლემი უჩვეულოდ ცარიელია. ქრისტეშობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არც მომლოცველები და არც ტურისტები ჩანან.