იენს სტოლტენბერგის განცხადება

ნატო-ს გენერალური მდივანი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნას გამოეხმაურა. გერმანიის ახალ კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ყველა სუვერენული ქვეყნის ფუნდამენტური უფლებაა, თავად  განსაზღვროს თავისი კურსი.

რუსეთის მცდელობას, აღადგინოს გავლენის სფეროები მან მიუღებელი უწოდა. ოლაფ შოლცისა და იენს სტოლტენბერგის საუბრის მთავარი თემა უკრაინის გარშემო რუსეთის ძალების კონცენტრაცია იყო.