„უკრაინაში რუსეთის სისასტიკემ ბევრი გააოგნა, მაგრამ გაკვირვების მიზეზი არ არსებობს, რადგან დავინახეთ, რომ ომი მოდიოდა. სისასტიკე გროზნოში, საქართველოში შეჭრა, ალეპოს დაბომბვა და უკრაინაში ომი არა თებერვალში, არამედ 2014 წელს დაიწყო“, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ნატო-ს ხელმძღვანელის თქმით, ეს არის იმ ნიმუშის ნაწილი, როდესაც მოსკოვი სამხედრო ძალას თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს. სტოლტენბერგის განცხადებით, ჩინეთმა პირველად გამოხატა მხარდაჭერა რუსეთის მოთხოვნაზე ნატო-ს ახალი წევრების მიუღებლობის შესახებ. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთი და ჩინეთი უფრო მეტად თანამშრომლობენ და ჩინეთს უკრაინაში რუსეთის შეჭრა არ დაუგმია. სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი აფართოებს კავშირებს ირანთან და იარაღის იმპორტს ჩრდილოეთ კორეიდან ახორციელებს.