იენს სტოლტენბერგის განცხადება

იენს სტოლტენბერგი ნატო-ს გაფართოებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერაზე საუბრობს. ალიანსის გაფართოება უკიდურესად მნიშვნელოვანია ევროპაში სტაბილურობის, მშვიდობისა და დემოკრატიის თავისუფლებისთვის, – აცხადებს სტოლტენბერგი.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უპასუხა შეკითხვას, როგორ აპირებს ალიანსი უკრაინისა და საქართველოს პრაქტიკული პოლიტიკური მხარდაჭერის გაძლიერებასა და რუსეთის დარწმუნებას, რომ მას არ აქვს ამ ქვეყნების გაწევრიანების დაბლოკვისა და ვეტოს გამოყენების უფლება; ასევე, დგას თუ არა მომდევნო კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე ნატო-ს მომავალი გაფართოების, საქართველოსა და უკრაინის საკითხი. ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოებამ, დემოკრატიის გაძლიერების კუთხით, ბევრი სარგებელი მოიტანა. ნატო-ს კარი ღია რჩება, – ამბობს საპასუხოდ იენს სტოლტენბერგი.