ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს ალიანსის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ – ასეთია ქართველი პოლიტიკოსების გამოხმაურებები იენს სტოლტენბერგის გამოსვლასთან დაკავშირებით.
ქართული მხარე მიიჩნევს, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წარმატებით განაგრძობს სვლას და ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერა მტკიცე და ურყევია.