იენს სტოლტენბერგი: ნატო სკრიპალის საქმის გამო რუსეთთან ურთიერთობებს გადახედავს

ნატო სკრიპალის საქმის გამო რუსეთთან ურთიერთობებს გადახედავს – ამის შესახებ გერმანულ მედიასთან ინტერვიუში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, მოსკოვის აგრესიული და არაპროგნოზირებადი ქმედებების გამო, ნატო თავდაცვით პოტენციალს გაზრდის. სტოლტენბერგის განცხადებით, მოკავშირეები რუსეთის მიმართ მიდგომას, სავარაუდოდ, უკვე ივლისში დაგეგმილ სამიტზევე გადახედავენ.

თუ ალიანსის რომელიმე წევრს თავს ესხმიან, პასუხისთვის მზად ვართ. ჩვენ შეკავების დამაჯერებელი პოლიტიკა გვსურს. ომი არ გვინდა, მიზანი – დეესკალაციაა, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. მისივე თქმით, მოსკოვის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე იზრდება, ამიტომ ალიანსმა თავდაცვაზე უნდა იზრუნოს.