ცივი იარაღის გაყიდვა ლიცენზირებული საქმიანობა ხდება. პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა „იარაღის შესახებ“ კანონში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა. ინიციატივით მკაცრდება ცივი იარაღის უკანონო ტარებაზე არსებული სანქციებიც, რომლებიც მოიცავს როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლებრივ სასჯელს. ცივი იარაღის გაყიდვის ლიცენზია 100 ლარი ეღირება. როგორც სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი განმარტავს, რეგულაცია არ ეხება საოჯახო, სასოფლო-სამეურნეო და სახელოვნებო დანიშნულების ცივ იარაღს.