იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება.
გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ალკოჰოლური სასმელების იაპონური საკონსულტაციო კომპანიის პრეზიდენტს, ვატარუ ივამოტოს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობები განიხილეს და ქართული ღვინის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცედურების გამარტივების მიზნით, ქართულ-იაპონური ღვინის ასოციაციის შესაძლო დაფუძნების საკითხზე იმსჯელეს.
კომპანიის წარმომადგენლები ორი დღის განმავლობაში თბილისსა და კახეთის რეგიონში გაეცნობიან და დააგემოვნებენ სხვადასხვა სახის ქართულ ღვინოს, რათა მასშტაბურად მოხდეს ქართული ღვინის წარდგენა და ექსპორტი იაპონიაში.