საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი ქართველ კანონმდებლებს შეხვდა.
იან კელისა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრების შეხვედრა დახურულ კარს მიღმა წარიმართა.
შეხვედრაზე იან კელიმ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ამერიკის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მისი გადაჭრის გზებს, ასევე რუსეთთან ურთიერთობასა და ოკუპირებულ ცხინვალში განვითარებულ მოვლენებს.