პარლამენტთან ღამიდან განვითარებულ მოვლენებს „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში ეხმაურება – „ხალხს პიკეტირება სთხოვეს და თავად გაიქცნენ. შეიძლება, აქციის ორგანიზატორი იყო და შენ წინ არ იდგე? შეიძლება, ხალხს დილით სთხოვდე რამე მოქმედებას და მთელი ღამე წინ და უკან სიარულით ღლიდე? მერამდენე შემთხვევაა უკვე ეს. შეიძლება, მოგება გინდოდეს და არავის არაფერზე დაელაპარაკო? შეიძლება, არანაირი გეგმა არ გქონდეს?“ – წერს იაგო ხვიჩია