ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავენ „გირჩში“. იაგო ხვიჩიას პოზიციით, წინასაარჩევნოდ გამოვლენილი დარღვევებისა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასების მიუხედავად, ქვეყანაში აღნიშნული მოთხოვნის საფუძველი არ არის.
პარტიაში თვლიან, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ხელისუფლებას აწყობს. ქვეყნის გადარჩენის გარანტი კი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა.