იაგო ხვიჩიას გამოხმაურება

26 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგებს და მიმდინარე პროცესებს ეხმაურება პარტია „გირჩის“ ლიდერი.

იაგო ხვიჩია მადლობას უხდის ყველა ადამიანს, ვინც მხარი დაუჭირა მის პოლიტიკურ ძალას. ხვიჩია აცხადებს რომ არჩევნები გაყალბდა ისე, როგორც ყოველთვის ყალბდებოდა. მისივე თქმით, „გირჩი“ არ უერთდება ოპოზიციის მიმდინარე პროტესტს. „ამ თამაშმა წელსაც იმუშავა და ახლა ხდება მისი კულმინაცია, გაბრაზებული ხალხის სიბრაზის ქუჩაში მიმობნევა და წაგებაზე შეგუების პერიოდის ამაზე გადატარება. ჩვენ არ ვიყავით და არც მომავალში ვიქნებით ამის ნაწილი. ჩვენ დიდი ხანია გვღვიძავს“, – დაწერა იაგო ხვიჩიამ სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, ცესკო-ს მონაცემებით „გირჩმა“ ვერ გადალახა 5 %-ანი ბარიერი და 3. 002 % აიღო, რაც 62 334 ხმა არის.