„გირჩი“ მარიხუანასთან დაკავშირებული საკითხების სრულ დეკრიმინალიზაციას ითხოვს. „გირჩმა“ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა დღეს წარადგინა. იაგო ხვიჩია განმარტავს, რომ კანაფის პროდუქტების ფლობასა და მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს გათვალისწინებული და ეს მხოლოდ ადმინისტრაციული წესით უნდა დარეგულირდეს. დეპუტატი მზადყოფნას გამოთქვამს, ჯარიმის ოდენობასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ მხარეებთან კონსულტაციები გაიმართოს.