იაგო ხვიჩია ფარული ჩანაწერების საქმეს ეხმაურება

დასასჯელია ის, ვისაც ბოროტი მიზნები ჰქონდა და არა 17 ადამიანი, რომლებმაც მეგობრებს უბრალოდ, სეირი ანახეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, სასჯელს უნდა დაექვემდებაროს ის ადამიანი, ვინც პირველმა დაარღვია ადამიანის პირადი საიდუმლოება და დაამზადა ფარული კადრები.

იაგო ხვიჩია ჩანაწერების გავრცელების ბრალდებით დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვს.

შეგახსენებთ, ვიდეომასალის გავრცელებას „გირჩის“ ორ აქტივისტსაც ედავებიან.