იაფი მედიკამენტების პროგრამა ფართოვდება

ბოლო მონაცემებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად მოქალაქეებმა მარტის შემდეგ 80 მილიონ ლარამდე დაზოგეს. მეზობელი ქვეყნიდან შემოტანილი მედიკამენტების ჩამონათვალი უკვე 400-მდე გაიზარდა. უახლოეს პერიოდში პრეპარატების სიის კიდევ უფრო გაფართოება იგეგმება.

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე წამლების მაღალი ფასის დასარეგულირებლად მედიკამენტებზე მაქსიმალური ღირებულების დადგენაც იგეგმება.