თემა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის საპარლამენტო მოსმენის დროს კახა კახიშვილის კითხვამ გაააქტიურა. აქვთ თუ არა მოქალაქეებს თურქეთიდან შემოტანილ იაფ წამლებზე წვდომა. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაშიც ადასტურებენ, რომ მეზობელი ქვეყნიდან იმპორტირებული ცალკეული მედიკამენტების შეძენაზე მომხმარებლების ნაწილი აფთიაქებისგან უარს იღებს. ჯანდაცვის სამინისტროში კი ორი თვის წინ დაწყებული და ახლაც მიმდინარე მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ თურქეთიდან შემოტანილი 450-მდე დასახლების წამლის შესყიდვის დროს თავიდან დაფიქსირებული პრობლემები დროსთან ერთად სულ უფრო მცირდება. „მოამბემ“ ინფორმაციის გადამოწმება თავად აფთიაქებში და მოქალაქეების გამოკითხვის გზით სცადა.