ია კიწმარიშვილის განცხადება

ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე, ია კიწმარიშვილი კომპანია „რუსთავი-2“-ის პოტენციურ მყიდველებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სადავო ქონების ყიდვისგან. მან დღეს „რუსთავი 2“-ის 30%-იანი წილის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

როგორც კიწმარიშვილმა აღნიშნა, „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებს წლების წინ მათი ნების საწინააღმდეგოდ დაათმობინეს წილები. მისი განმარტებით, დავა ეროსი კიწმარიშვილმა 2009 წლიდან დაიწყო.