82 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი ია ხობუა გარდაიცვალა.
კინოს და თეატრის ცნობილი მსახიობი 1936 წლის 26 ივლისს ბათუმში დაიბადა და მაყურებელს თავი არაერთი სპექტაკლით და კინო როლით დაამახსოვრა.
ქართული თეატრის ისტორიაში განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი სახეები შექმნა რუსთავის თეატრის სპექტაკლებში: „ექვსი შიანაბერა და ერთი მამაკაცი“ და „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“. გადაღებულია ფილმებში: „ნატვრის ხე, „დათა თუთაშხია“, „ძაღლი“, „ბაკულას ღორები“ და სხვა.