„ჰუსიტებმა“ აშშ-ს სავაჭრო გემზე იერიში განახორციელეს. ამის შესახებ იემენელი „ჰუსიტების“ სამხედრო სპიკერმა, იაჰია სარიმ განაცხადა. „იემენის საზღვაო ძალებმა სპეციფიკური სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს, რომლის სამიზნეც ამერიკული სავაჭრო გემი KOI იყო. ის ოკუპირებული პალესტინის პორტისკენ მიემართებოდა“ – განაცხადა სპიკერმა. სარის თქმით, იემენი ბრიტანულ-ამერიკულ ესკალაციაზე არ დააყოვნებს შურისძიებას. „იემენის შეიარაღებული ძალები გააგრძელებენ ღაზის სექტორში მყოფი ძმების მხარდაჭერას და სოლიდარობას, ისრაელის ნავიგაციის ბლოკირებით ან მათი, ვინც ოკუპირებული პალესტინის პორტისკენ მიემართება წითელ და არაბთა ზღვაში, მანამ სანამ ღაზაში საკვები და მედიკამენტები არ დაიშვება.“- განაცხადა იემენელი „ჰუსიტების“ სამხედრო სპიკერმა.