უკრაინელების დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა გრძელდება თბილისიდან. საკვები პროდუქტების, პირველადი საჭიროების ნივთების, ტანსაცმელის და მედიკამენტების ახალი პარტიები დასაწყობებულია ბელიაშვილის 5 ნომერში. პროცესში აქტიურად ჩართული არიან ბიზნესსექტორი და რიგითი მოქალაქეები. ადგილზე მიმდინარე სამუშაო პროცესს მერის მოადგილე გაეცნო.
ჯამში საქართველოდან, ამ დროისთვის 400 ტონაზე მეტი ტვირთია გაგზავნილი.