ევროკომისიის პრეზიდენტმა ღაზაში მყოფ პალესტინელებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა. ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა ჰუმანიტარული დახმარების რაოდენობა ღაზის სექტორისთვის 100 მილიონ ევრომდე, ოთხჯერ გაზარდა. ევროკომისიის პრეზიდენტმა განმარტა ისიც, რომ მათ აწარმოეს ჰუმანიტარული საჰაერო ხიდი, რომელიც ღაზის მოსახლეობას სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებით ამარაგებს. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დარეგულირების გზად, ფონ დერ ლაიენმა ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტილება დაასახელა.