საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, ევროპის მოედანზე ხვალინდელ შეკრებაში მონაწილეობას მიიღებს. ხვალ მეც ევროპის მოედანზე ვიქნები, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა. გერმანიის ელჩი ამით საქართველოს პრეზიდენტის მიმართვას გამოეხმაურა, რომელმაც საზოგადოებას, პარტიებს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს 16 ივნისს ევროპის მოედანაზე შეკრების ინიციატივით მიმართა.