მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება ჰონგ-კონგში. ხელისუფლებასთან ოპოზიციურად განწყობილი პირები დემონსტრაციებსა და გაფიცვებს მთელი რეგიონის მასშტაბით ატარებენ. უკანასკნელ ათწლეულებში, ყველაზე მასშტაბური პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ოფიციალურ პეკინს სერიოზულ გამოწვევებთან უწევს გამკლავება.
არეულობის ფონზე, ჰონგ-კონგის ეკონომიკას, კერძოდ ტურიზმს სულ უფრო მეტი ზიანი ადგება. ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედია კი, ჰონგ-კონგში მიმდინარე მოვლენებში საგარეო ჩარევის შესახებ იუწყება.