მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი თარიღი.
78 წლის წინ, ამ დღეს აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკიდან ტყვეები გათავისუფლდნენ, რის შემდეგაც 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის ნაცისტური ხელისუფების და მისი მოკავშირეების სისასტიკეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახსნილ სიკვდილის ბანაკებში ექვს მილიონზე მეტი ებრაელის სიცოცხლე შეეწირა. კაცობრიობის ისტორიაში უსასტიკესი მეთოდებით ჩადენილი გენოციდის და მასობრივი დანაშაულების შედეგად სრულად განადგურდა ევროპაში მცხოვრები ებრაული მოსახლეობის 60%. ტრაგიკული ისტორიული მოვლენა გაიხსენეს დღეს საქართველოშიც. ანტისემიტიზმის საფრთხეებზე დაფიქრება და ტოლერანტობის მნიშვნელობა ყველა გამომსვლელის მთავარი გზავნილი იყო.