ჰიზერ ნაუერტი: აშშ-ი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო შეშფოთებულია
ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად არის შეშფოთებული საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ნაუერტმა სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა. ამასთან, ნაუერტის თქმით, აშშ ასევე ღრმადაა შეშფოთებული საქართველოს მოქალაქეების, ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაკავების გამო. მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გარემოებების სრულად დადგენას მოითხოვს.