„ჰეზბოლამ“ გოლანის მაღლობების, კირიათ შმონასა და გალილეას მიმართულებით რაკეტები გაუშვა, რის შედეგადაც ისრაელის ორი მოქალაქე დაიღუპა. „დღეს, კირიათ შმონაში მოხდა ის, რისიც გვეშინოდა. წყვილი, რომელიც ძაღლთან ერთად სეირნობდა, რაკეტას ემსხვერპლა“, – განაცხადა პოლიციის მეთაურმა. მედიის ცნობით, ერთი რაკეტა სასწრაფო დახმარების მანქანასთან ჩამოვარდა. ხანძარი გაჩნდა ასევე ქალაქის გარშემო მდებარე რამდენიმე შენობაზე და ღია ტერიტორიაზე.