ჰელსინკის კომისიის მოწოდება - შეფასებები თბილისში

შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის მოწოდებას, უკრაინასა და საქართველოს ნატო-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ეხმაურებიან. ოპოზიციაში ინიციატივას დადებითად აფასებენ. მათი თქმით, ეს არის შანსი, რომელიც ქვეყანამ უნდა გამოიყენოს და ხელისუფლებამ ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ აღნიშნულით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე დიდი მხარდაჭერა აქვს.

შეგახსენებთ, ჰელსინკის კომისია პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებს, მიანიჭოს უკრაინასა და საქართველოს ნატო-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი. მას კონგრესმენები – სტივ კოენი, ჯო უილსონი და რიჩარდ ჰადსონი აწერენ ხელს. ამერიკელი კანონმდებლები მოუწოდებენ აშშ-ის ადმინისტრაციას, გააძლიეროს ამ ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა.