უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალურ მდივანთან საუბრისას. ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ – „ვენდი შერმანმა და სტეფანო სანინოსმა განიხილეს მსოფლიოში მიმდინარე გამოწვევები, ასევე იმსჯელეს უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საჭიროებაზე“.