„ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმა განახორციელა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ღაზას სექტორიდან ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებთან კონტაქტზეა და დაშავებულებს შორის ქართველები არ არიან.

„მოამბე“ დაუკავშირდა ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩსაც. ლაშა ჟვანიას განმარტებით, საელჩოს საქართველოს მოქალაქეები საჰაერო რეისებთან დაკავშირებული კითხვებით აქტიურად უკავშირდებიან.

ისრაელში გამთენიისას განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 22 მოქალაქეა დაღუპული, ასობით პირი კი დაშავებული.

„ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმა განახორციელა

„ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმა განახორციელა – ისრაელის ელჩის განცხადება