უკრაინაში, ხარკოვის ცენტრში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გუბერნატორის თქმით, ორი ქალის მდგომარეობა მძიმეა.
ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 11 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, დაშავდა სამი ადამიანი, ხოლო 130 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ამასთან, ამ დროისთვის ოდესის, ხერსონისა და ნიკოლაევის რეგიონებში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.