„ჰამასის“ წარმომადგენელი ოსამა ჰამდანი აცხადებს, რომ მოლაპარაკება მძევლების გათავისუფლების შესახებ არ შედგება, სანამ ისრაელი არ შეწყვეტს ომს ღაზის სექტორში. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი ინიციატივისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ამ აგრესიის შეჩერებას, კატარელი და ეგვიპტელი ძმებისგან“- თქვა ოსამა ჰამდანმა.