ისრაელში საქართვლოს მოქალაქეებისთვის სამი ცხელი ხაზი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.
დაშავების შესახებ საელჩოში ინფორმაცია არ შესულა. ელჩის განცხადებით, ფრენები ხვალ და ზეგაც შესრულდება და მომდევნო დღეების ბილეთები ჯერ კიდევ თავისუფალია.
შეგახსენებთ, საქართვლოს მოქალაქეების ნაწილი სამშობლოში უკვე დაბრუნდა. გამთენიისას თბილისის მიმართულებით ოთხი რეისი განხორციელდა.