„ჰამასის" ლიდერის ლიკვიდაცია - ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივა

ისრაელის კიდევ ერთი დარტყმა მოძრაობა „ჰამასზე“ – მოკლულია დაჯგუფების ლიდერი იაჰია სინვარი. სწორედ მას მიიჩნევდნენ 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დამგეგმავად და აღმასრულებლად.

იაჰია სინვარის ადგილსამყოფლის დადგენას ისრაელის ძალები ერთი წლის განმავლობაში ცდილობდნენ. ის ისრაელელმა სამხედროებმა ღაზაში პატრულირების დროს მოკლეს. სინვარი ჰამასს ზაფხულიდან, რადიკალური დაჯგუფების წინა ლიდერის, ისმაილ ჰანიერს მკვლელობის შემდეგ ხელმძღვანელობდა. რა გავლენას მოახდენს დაჯგუფების მეთაურის ლიკვიდაცია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტზე და გაჩნდა თუ არა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შანსი – ისრაელის დასავლელი მოკავშირეები სინვარის მოკვლას კონფლიქტში გარდამტეხ მომენტად მიჩნევენ. მუქარის შემცველი გზავნილი ისმის „ჰამასიდან“ და მისი მხარდამჭერი ლიბანურ დაჯგუფება „ჰეზბოლადან“, სადაც ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ფაზის დაწყებას აანონსებენ.