„ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ღაზი ჰამადმა განაცხადა, რომ ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორში შესვლის მცდელობები წარმატებული არ აღმოჩნდა და ასევე აღნიშნა, რომ მათ მხოლოდ რაიონების მცირე ნაწილში შეღწევა მოახერხეს. ბეირუთში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას ჰამადმა თქვა, რომ ჰუმანიტარული მდგომარეობა ღაზაში რთული და მძიმეა.