„ომის დაწყებიდან ერთ კვირაში, მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მიმართა ჰააგის სასამართლოს რუსეთის მიმართ ომის დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით – პუტინის მიმართ გამოცემული ორდერიც ამ გამოძიების შედეგია“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი სოციალურ ქსელში წერს. მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ მიმართვას ბევრი ქვეყანა, მათ შორის მოლდოვა არ შეუერთდა. ჰააგის სასამართლოს ვერდიქტს გამოეხმაურა უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვოლსკიც.