ვნებათაღელვა გამოიწვია ჰააგის სასამართლოს პროკურორის მოთხოვნამ.
ისრაელის მთავრობის წევრების მიმართ დაკავების ორდერების გაცემისკენ მოწოდებამ საერთაშორისო საზოგადოებაში პოზიციები გაყო. სახელმწიფო სუვერენიტეტის შელახვის მოტივით მოთხოვნის გაკრიტიკების შემდეგ ვაშინგტონი კერიმ ხანის წინააღმდეგ შესაძლო სანქციებზე ალაპარაკდა. ამერიკელი კანონმდებლების ნაწილი ჰააგის სასამართლოს დასჯას ითხოვს. კერიმ ხანის მოთხოვნა ერთადერთი არ არის, რის გამოც სენატის დღევანდელმა სხდომამ ხმაურის ფონზე ჩაიარა. ახლო აღმოსავლეთში და უკრაინაში მიმდინარე ომების გამო ბაიდენის ადმინისტრაცია მწვავედ გააკრიტიკეს. არანაკლები მღელვარებაა პალესტინის სახელმწიფოდ აღიარების საკითხზეც – ისრაელიდან ევროპის რამდენიმე ქვეყნის მისამართით დღეს მუქარის შემცველი გზავნილი გაისმა.