მოლითი-ჩუმათელეთის გზის 25 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში 13 ახალი ხიდისა და 109 წყალგამტარი მილის მოწყობაა გათვალისწინებული. მოლითი-ჩუმათელეთის საგზაო მონაკვეთი, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი საავტომობილო გზის ნაწილია, რომლის პირველი, ძირულა-მოლითის 25 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მოიცავს ასფალტის ახალი საფარის, ხიდების, წყალგამტარი ნაგებობების, სანიაღვრე არხების, საყრდენი კედლებისა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას.
საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალთან აკავშირებს. გზა მიუყვება მდინარეებს ჩხერიმელას, ძირულას და ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის რკინიგზის ხაზს.