ყაზბეგის რაიონში გვირაბის მშენებლობა რეგიონს ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას სხვა რეგიონებთან დაკავშირებას გაუმარტივებს, – ამის შესახებ ყაზბეგის რაიონის მკვიდრმა, ნუგზარ ოდიშვილმა განაცხადა.
ოდიშვილის თქმით, განცხადებას ის ყაზბეგის რაიონის მოსახლეობის უმრავლესობის სახელით აკეთებს. ის რამდენიმე დღის წინ პარტია „ლელოს“ დამფუძნებლის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც პროექტი ემსახურება რუსეთის ინტერსებს. ნუგზარ ოდიშვილმა ადგილობრივების პოზიცია საქართველოს პირველი არხის ეთერით გააჟღერა.