თბილისის მერმა ქალაქში მიმდინარე გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მერის განმარტებით, შარტავას, კოსტავას, რობაქიძის ქუჩებსა და ბარათაშვილის აღმართზე გზა დღეიდან გაიხსნება.
გზის სავალ ნაწილზე ამ დროისთვის უკვე მოეწყო ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, ახალი სანიაღვრე სისტემა და გარდა ამისა, გზის ორივე მხარეს ნაწილობრივ მოწესრიგდა ტროტუარი.
პროექტის ფარგლებში დარჩენილია მხოლოდ კეთილმოწყობითი სამუშაოები, რომელიც გეგმის თანახმად ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.
პროექტს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.