საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გამო რუსეთი მწვავედ აკრიტიკებს ვაშინგტონსა და ბრიუსელს.
კრემლის გზავნილებს ამჯერად ლავროვის უწყების წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ახმოვანებს. მოსკოვი დასავლელ პარტნიორებს საქართველოს იარაღით მომარაგებაში ადანაშაულებს და ევროინტეგრაციის პროცესს დასავლეთის მხრიდან სამხედრო ბლოკებში ჩათრევად აცხადებს.
რუსეთის არადიპლომატიურ გზავნილს დიპლომატიურად უპასუხა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა. ოფიციალური თბილისისთვის კი ყველაზე ცინიკური ის კომენტარი აღმოჩნდა, რომელიც ზახაროვამ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ სიტუაციაზე გააკეთა.
მაშინ, როცა მოსკოვიდან საქართველოს და დასავლეთის მიმართ ახალი ბრალდებები ისმოდა, საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროები ადგილობრივთა კუთვნილი ტერიტორიის მისაკუთრებას განაგრძობდნენ.
საოკუპაციო რეჟიმის სამიზნედ ისევ რჩება ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორია. ერგენთში გამართული მორიგი შეხვედრის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლიდებად ტერიტორიაზე უკანონო ბლოკ-პოსტის მშენებლობა მაინც გრძელდება.