გზავნილები ევროპული გაერთიანების სამიტიდან

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი და საქართველო კანდიტატის სტატუსის მოლოდინში – ორი დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი ესპანეთში საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ლიდერებს და ევროგაერთიანების მაღალი თანამდებობის პირებს ხვდებოდა.

მრგვალი მაგიდის ფორმატში მიმდინარე დისკუსიებში მონაწილეობასთან  ერთად, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ევროპელ ლიდერებს რეკომენდაციების შესრულების პროცესზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. გასულ წელს დაშვებული შეცდომის გამეორების დრო არ არის და საქართველომ კანდიდატის სტატუსი დამსახურებულად უნდა მიიღოს – ეს არის პრემიერის მთავარი გზავნილი, რომელიც გამართულ შეხვედრებს ცოტა ხნის წინ „თვითერში“ გამოეხმაურა და თქვა, რომ პარტნიორების მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს პროგრესი 12 პრიორიტეტთან მიმართებით. წევრობის მსურველ ქვეყნებთან ერთად, გაფართობისთვის ბუნებრივია ემზადება ევროკავშირიც. მომავალი ინტეგრაციის გეგმაა ის ძირითადი თემა, რაც რიგით მესამე სამიტის ფარგლებში გრანადაში განიხილეს.

„მოამბე“ ესპანეთიდან – როგორ აფასებენ საქართველოს მიერ შესრულებულ სამუშაოს და რა გზავნლები ისმის ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით – სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.