გზა ევროპის ჩემპიონატამდე და ახალი პერსპექტივები

ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული დებიუტით გაჩენილი ახალი პერსპექტივები.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრებზე მოთხოვნა განსაკუთრებულად არის გაზრდილი. სხვადასხვა გავლენიან საერთაშორისო გამოცემაში მოხვედრის და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს დადებითი შეფასების პარალელურად, ტრანსფერებზე მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. არაოფიციალურად უკვე სახელდება რამდენიმე წამყვანი კლუბი, რომელიც ქართველი ფეხბურთელებით არის დაინტერესებული. ოფიციალურ დასტურამდე კი ნაკრების რამდენიმე წევრს უფრო ახლოს გაგაცნობთ.

გზა „დინამოს“ აკადემიიდან ევრო 2024-მდე – თაობების მრავალწლიანი ოცნების ახდენამდე იყო რუტინული შრომა, სწორი სტრატეგიით სვლა და საკლუბო დონეზე წარმატებები. წინ ახალი გეგმები და პრიორიტეტებია. ევროპის ჩემპიონატზე დაბრუნების გარდა ორიენტირი ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლების მოპოვებაა.