ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის საქართველოსთვის გადაცემის შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიცია დოკუმენტის გასაჯაროებას ითხოვს. მმართველი გუნდის ოპონენტების განცხადებით, კითხვარის შევსების პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მმართველ გუნდისთვის ოპოზიციური პარტიების სკეპტიციზმი გაუგებარია და აცხადებენ, რომ კითხვარის სწრაფად შევსება პირველ რიგში ხელისუფლების ინტერესებშია.