გვიცავს თუ არა „ბეცეჟეს“ აცრა „კოვიდ 19“-სგან

საუკუნის წინანდელი ვაქცინა თანამედროვე მედიცინაში, რომელზეც მეცნიერების ნაწილი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდ იმედს ამყარებს. გვიცავს თუ არა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო,  ე.წ. ბეცეჟეს აცრა „კოვიდ 19“-სგან და რატომ არის ის აუცილებელი?

რა არის მთავარი ვაქცინის შესაქმნელად და რამდენად რეალურია მკურნალობა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანის ანტისხეულებისგან შემდგარი პლაზმით?

ზუსტად 21:00 საათზე „ახალ კვირაში“ ნახავთ, რატომ ვრცელდება ელვისებური სისწრაფით ახალი ტიპის ვირუსი და რატომ გვაქვს ადამიანებს სუსტი იმუნიტეტი მის მიმართ; ასევე გაიგებთ, რომელი ქვეყნები მუშაობენ „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე და ვინ არის ყველაზე ახლოს შედეგთან.

ახალი კვირა