„გვესმოდეს ერთმანეთის!“ – ამ სახელწოდებით, ნიკა ემუხვარის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი ჩატარდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 10-დან 25 წლამდე ახალგაზრდების ნამუშევრები – როგორც ფერწერული, ისე გრაფიკული, ციფრული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. მონაწილეებს დიპლომები, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს კი – საჩუქრები და ფულადი პრემიები გადაეცათ. პროექტი მიზანი ახალგაზრდა არტისტების შემოქმედების პოპულარიზაცია და მათი მხარდაჭერაა.